Skip to main content

Mortality of dairy cows in Georgia: From guesswork to data through farmer surveys (Georgian)

ByRoland Steinmann, Michael McCord, Katie Biese, Nidhi Kushwah, and Levani Kvariani
20 March 2020

რამდენად ხშირად კვდებიან მეწველი ძროხები და რა მიზეზებით? ეს ერთ-ერთი პირველი კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს პირუტყვის სადაზღვევო პაკეტის შემუშავებისას. საქართველოში ძროხის სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის საპასუხოდ და მცირე მერძევე ფერმერთათვის ეფექტიანი დაზღვევისა და რისკების მართვის დიზაინის შესამუშავებლად, მიკროდაზღვევის ცენტრმა მილიმანმა (MIC@M), რისკების მართვა სოფლის განვითარებისთვის პროექტის (MRRD) ფარგლებში, კვლევა ჩაატარა. კვლევა მიზნად ისახავდა მცირე მერძევე ფერმერებში მეურნეობების მახასიათებლების, პრაქტიკის და ძროხის სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. MRRD-ის პროექტის გუნდმა შეადგინა სტრუქტურული ინდივიდუალური ინტერვიუების კითხვარი, ხოლო 2019 წლის ბოლოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ჩაატარა 501 სატელეფონო ინტერვიუ ფერმერებთან სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში. ავტორების ინფორმაციით, ეს არის პირველი რაოდენობრივი კვლევა საქართველოში ძროხის სიკვდილიანობის შესახებ, სულ მცირე, ბოლო ათი წლის განმავლობაში.


Explore more tags from this article

About the Author(s)

Roland Steinmann

Nidhi Kushwah

Levani Kvariani

We’re here to help